Posts

Showing posts from July, 2018

ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსია

დავათვალიერეთ  პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობა,რომელიც შევასრულეთ ტრენინგის განმავლობაში.ჩემს პორთფოლიოში გამოვასწორე ხარვეზები.ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შფასების რუბრიკა,მან აღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია,მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ესეიგი პორთფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის,რომ ტრენინგი გავლილად ჩაგვეთვალოს მინიმუმ 30 ქულის დაგროვებაა საჭირო.იმედია ჩემი პორთფოლიო შეფასდება დადებითად.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს,ტრენერს მადლობას ვუხდი გაწეული მუშაობისთვის.

მოსწავლეთა გამოკითხვა

გთხოვთ, უპასუხოთ კითხვას .

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ.დაათვალიეროთ ჩემი ნამუშევარი და შემიფასოთ

იდეებისთვის

Image

ტრენინგის მე-7 დღე რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული,შრომატევადი და ძალიან საინტერესო იყო.როგორც ყოველთვის,შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.ვიმუშავე მოსწავლის მიღწევების ძირითად კრიტერიუმებზე.გამოვიყენე უკვე არსებული შეფასების რუბრიკა.ჩავასწორე და ჩავსვი საჭიროების მიხედვით. აგრეთვე გავეცანი,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.ტრენერი გვესაუბრა თუ როგორ უნდა გამოვიყენით მოსწავლის წარმატებებისთვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ხელმისაწვდომობაზე. აგრეთვე გვესაუბრა ბლუმის და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე.სწავლის სტილსა და მრავალმხრივ ინტელექტზე.გავაკეთე ტესტი,,დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ".

ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-6 დღეს ტრენერი გვესაუბრა,თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ბლოგზე ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციის ჩაშენება.გამზადებული პრეზენტაცია ჩავაშენე და გავხადე საჯარო.აგრეთვე გვესაუბრა საავტორო უფლებების დაცვაზე.შევავსეთ ,,საავტორო უფლებები''-ს ტესტი. გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს.დავიწყე შექმნა.დღე იყო საკმაოდ დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი.მადლობას ვუხდი ნინოს.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია

   დღეს გრილოდა და მთელი დატვირთვით ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.შევქმენით ახალი ფურცელი: ,,ვიცი,მინდა რომ ვიცოდე,რა ვისწავლე".გავაკეთეთ ცხრილები.შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი.ვისწავლეთ სათაურის შეცვლა,წაშლა,ღდგენა.აგრეთვე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.ჩემთვის ეს დღე იყო ნაყოფიერი,რადგან ბევრი ინფორმაცია მივიღე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებაზე საგაკვეთილო სისტემაში.

ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია

      დღეს ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. ტრენერი გვესაურა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებაზე.რომ განმავითარებელი  შეფასება აკონტროლებს და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს და ვწერთ ქულას.       გავეცანით შეფასების სტრატეგიების 5 ძირითად კატეგორიას და მასზე დაყრდნობით შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა,რომელიც მოვათავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში.დღემ ჩაიარა ნაყოფიერად.

ტრენინგის მესამე დღე რეფლრქსია

      ტრენერმა მოკლე მიმოხილვა გააკეთა წინა ტრენინგზე განხილულ საკითხებზე.გაგვაცნო ამ დღის განსახილველი საკითხები.ისაუბრა სასწავლოპროექტების დაგეგმვაზე, სტანდარტებსა და მიზნებზე.იმისათვის,რომ პროექტი ეფექტურად დავგეგმოთ,აუცილებელია შესაბამისი კლასის სტანდარტების მორგება და ამ სტანდარტის გაანალიზების შემდეგ მიზნების სქორად ჩამოყალიბება,რომელიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს დაუკავშირებთ.გვასწავლა,როგორ მივძებნოთ შესაბამისი კლასის ,,სტანდარტებისა და მიზნების რუკა" ncp.ge-ში ,როგორ მოვნიშნით და როგორ ჩავსვათ შესაბამის ადგილას.  ამ დროს რომელიღაც ხელსაწყო გამოვიდა მწყობრიდან,გაუშვა სუნი.ტრენერი არ დაიბნა,გათიშა ყველაფერი და შემოგვიტანა პროექტორი,რომლის მეშვეობითაც გაგვაცნო ბლუმის ტაქსონომია.დავალებები შევასრულეთ ფურცელი და პასტის დახმარებით,ხოლო რეფლექსიის დაწერა გვტხოვა სახლში შეგვესრულებინა და გაგვეგზავნა ელფოსტაზე.ამ მღემაც ჩაიარა სასიამოვნო გარემოში. შევადგინე მიმრთულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი კითხვა -  როგორ დამეხმარება მათემატიკა სამყაროს შეცნობაში? თემატური კითხვე