Posts

ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსია

დავათვალიერეთ  პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობა,რომელიც შევასრულეთ ტრენინგის განმავლობაში.ჩემს პორთფოლიოში გამოვასწორე ხარვეზები.ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შფასების რუბრიკა,მან აღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია,მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ესეიგი პორთფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის,რომ ტრენინგი გავლილად ჩაგვეთვალოს მინიმუმ 30 ქულის დაგროვებაა საჭირო.იმედია ჩემი პორთფოლიო შეფასდება დადებითად.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს,ტრენერს მადლობას ვუხდი გაწეული მუშაობისთვის.

მოსწავლეთა გამოკითხვა

გთხოვთ, უპასუხოთ კითხვას .

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ.დაათვალიეროთ ჩემი ნამუშევარი და შემიფასოთ

იდეებისთვის

Image

ტრენინგის მე-7 დღე რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული,შრომატევადი და ძალიან საინტერესო იყო.როგორც ყოველთვის,შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.ვიმუშავე მოსწავლის მიღწევების ძირითად კრიტერიუმებზე.გამოვიყენე უკვე არსებული შეფასების რუბრიკა.ჩავასწორე და ჩავსვი საჭიროების მიხედვით. აგრეთვე გავეცანი,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.ტრენერი გვესაუბრა თუ როგორ უნდა გამოვიყენით მოსწავლის წარმატებებისთვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ხელმისაწვდომობაზე. აგრეთვე გვესაუბრა ბლუმის და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე.სწავლის სტილსა და მრავალმხრივ ინტელექტზე.გავაკეთე ტესტი,,დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ".

ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-6 დღეს ტრენერი გვესაუბრა,თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ბლოგზე ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციის ჩაშენება.გამზადებული პრეზენტაცია ჩავაშენე და გავხადე საჯარო.აგრეთვე გვესაუბრა საავტორო უფლებების დაცვაზე.შევავსეთ ,,საავტორო უფლებები''-ს ტესტი. გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს.დავიწყე შექმნა.დღე იყო საკმაოდ დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი.მადლობას ვუხდი ნინოს.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია